Accessibility links

site logo site logo

ჯანდაცვის პანამერიკულმა ორგანიზაციამ წარმოებაში დარღვევების გამო შეაჩერა რუსული ვაქცინის, Sputnik-V-ის დამტკიცება


კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული წარმოების ვაქცინის, Sputnik V-ის დამტკიცება მისი მწარმოებელი ფაბრიკის ხელახალ შემოწმებამდე შეჩერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) - იუწყება ორგანიზაციის პანამერიკული დანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე, ჟარბას ბარბოსა.

"ვაქცინების შემქმნელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ადგილები, სადაც მათ აწარმოებენ, პასუხობს წარმოების საჭირო სტანდარტებს. რაც ეხება ვაქცინა Sputnik V-ის სასწრაფო წესით გამოყენების დამტკიცების პროცესს, ის შეჩერებულია, რადგან შემოწმებისას ამ ვაქცინის წარმოებაში მონაწილე ერთ-ერთ ფაბრიკაში არ აღმოჩნდა წარმოებისთვის საჭირო პრაქტიკების შესრულების თანხმობა" - ამბობს ბარბოსა.

ჯანდაცვის პანამერიკული ორგანიზაცია წარმოადგენს საერთაშორისო სააგენტოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც არ აქვს წამლების დამტკიცების უფლებამოსილება, თუმცა გამოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობის რანგში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG