Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი გამოუვლინდა კიდევ 1 997 ადამიანს, გარდაიცვალა 52


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 52 პაციენტი. კორონავირუსს საქართველოში სულ 8 498 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 071 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 997 შემთხვევა.

თბილისის შემდეგ ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის იმერეთსა [ 292 ახალი შემთხვევა] და კახეთზე [220 ახალი შემთხვევა].

18 სექტემბრისთვის დადებითობის მაჩვენებელი ასეთია:

  • დღიური - 6,23%
  • ბოლო 14 დღის - 7,27%
  • ბოლო 7 დღის - 7,02%

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG