Accessibility links

site logo site logo

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1501 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა - 43


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 920 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 501 შემთხვევა.

ბოლო დღე-ღამეში 1 954-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

19 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6,55%;
  • ბოლო 7 დღის - 6,89%;
  • ბოლო 14 დღის - 7,19%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 595 264 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 541 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG