Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა - 34


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 34 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 12 503 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 662 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელი:

  • დღიური - 5,29%,
  • 7 დღის მანძილზე - 6,91%.
  • 14 დღის მანძილზე - 7,14%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795 საიდანაც:

  • 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 107, აჭარაში - 578, იმერეთში - 1 064;
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 253 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30;
  • 1 036 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 547 - თბილისში, 305 - აჭარაში;
  • 17 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 475 ადამიანი.

ბოლო დღე-ღამეში 3534-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 595 926 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 563 530 ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 8575 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG