Accessibility links

site logo site logo

შვედეთში მშობლებს უარი უთხრეს შვილისთვის "ვლადიმირ პუტინის" დარქმევაზე


შვედეთის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ცოლ-ქმარს უარი უთხრეს ახალშობილი შვილისთვის სახელად „ვლადიმირ პუტინის“ დარქმევაზე.

შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, რომელსაც მშობლებმა შვილის რეგისტრაციისთვის მიმართეს, ეს სახელი უადგილოდ მიიჩნია. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს შვედურ გამოცემა Aftonbladet-ზე დაყრდნობით.

სახელმწიფო უწყების განმარტებით, სახელმა მის მფლობელს არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა და უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს. ახალშობილის მშობლებს თავდაპირველად სურდათ შვილისთვის უბრალოდ, „პუტინის“ დარქმევა. ამ სახელის რეგისტრაციის განაცხადზე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში წარადგინეს, ცოლ-ქმარს უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ პუტინი გვარია.

უკვე მეორედ მიღებულ წერილობით უარს თან ახლავს ახალი სახელის რეგისტრაციის განაცხადის ფორმულარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG