Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში 405-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


ფოტო არქივიდან: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა 485 ტესტირებიდან კორონავირუსით ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ამავე შტაბის ცნობით, სოხუმში მდებარე რუსულ სამხედრო ჰოსპიტალში, ბოლო ორ დღეში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 3 ადამიანი. კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მობილური ჰოსპიტალი 2021 წლის აგვისტოში დააბრუნა, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების თხოვნით. რუსული ჰოსპიტალი სოხუმში მუშაობდა 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლითაც.

2020 წლის გაზაფხულიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 26 828 შემთხვევა, მათგან 22 034 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 405. საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში, დაუზუსტებელი მონაცემებით, დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG