Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა ლატვიის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს


ირაკლი ღარიბაშვილი, ეგილს ლევიტსი.
ირაკლი ღარიბაშვილი, ეგილს ლევიტსი.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს.

„შეხვედრაზე აღინიშნა ლატვიის მხარდაჭერისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და NATO-ს მომავალ სამიტებზე სათანადოდ იყოს შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი", - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერმა ლატვიის პრეზიდენტს ვაქცინების გადმოცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ლატვიის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში აღინიშნა თანამშრომლობა განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებსა და პრაქტიკასთან დაახლოებას.

მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

შეხვედრისას, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ლატვიის მხარდაჭერა დაადასტურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG