Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ პეკინი-2022-ის მეოთხე ლიცენზია მოიპოვა


საქართველომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეოთხე ლიცენზია მოიპოვა. ობერსდორფში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ სრიალში, სპორტულ ცეკვებში გათამაშდა და სალიცენზიო ნორმატივი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა შეასრულა. საქართველოს ნაკრების წევრებმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 173,20 ქულა მოაგროვეს და მესამე ადგილი დაიკავეს, ჩვიდმეტი ქვეყნის ოც წყვილს შორის.

კაზაკოვასა და რევიას წარმატებამდე ერთი დღით ადრე, ობერსდორფის ტურნირზე, პეკინი-2022-ის ლიცენზია კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ გაინაღდეს, სპორტულ წყვილებს შორის, ასევე ბრინჯაოს მედლით. პირველებმა კი ოლიმპიადის საგზურები ასევე მოციგურავეებმა: ალინა ურუშაძემ და მორის ყვითელაშვილმა მოიპოვეს, ქალთა და მამაკაცთა ინდივიდუალურ პროგრამებში, გაზაფხულზე, სტოკჰოლმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG