Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: პირბადეების ტარების პროცენტი ქვეყანაში ძალიან დაბალია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია, რაც პირდაპირ კავშირშია ეპიდემიოლოგიურ საფრთხესთან.

მისი თქმით, პირბადეს დღეს ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 43% ატარებს, რაც მისი შეფასებით არის „ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაუშვებელი ფაქტი“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ ოქტომბერ-ნოემბერში აცრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მეხუთე ტალღა კიდევ უფრო გადავადდება და შედარებით მსუბუქი იქნება.

„მეხუთე ტალღის დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება რესპირაციული ვირუსების სეზონი - წელს გრიპი იქნება ისეთივე ნაკლებად აქტიური, როგორც შარშან იყო, თუ უფრო აქტიური, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე ფიქრობს, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნავი დღეს სწორედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაა. მისი სიტყვებით, მომავალი 90 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ამცრელი ბრიგადები მეტად მობილურები უნდა გახდნენ.

26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის ჩატარებულია 1 742 547 აცრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG