Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო UFC-ში


მერაბ დვალიშვილმა UFC-ში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი მსოფლიოს რეიტინგის მეექვსე ნომერს - ბრაზილიელ მარლონ მორაეშს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ეს იყო დვალიშვილის მეცხრე შეხვედრა UFC-ში და ზედიზედ მეშვიდე მოგება.

ბრძოლის პირველი რაუნდი მორაეშის დიდი უპირატესობით წარიმართა. მეტოქის ძლიერი დარტყმების შემდეგ, მერაბი ნოკაუტს სასწაულებრივად გადაურჩა. მერე კი, სენსაციურად შეატრიალა შეხვედრის ბედი სათავისოდ და მორაეშს წარმატების შანსი არ დაუტოვა.

ამ გამარჯვებით მერაბ დვალიშვილმა რეიტინგის ათეულში მოხვედრა გაინაღდა და ერთი საფეხურით მიუახლოვდა საჩემპიონო ქამარს. ბრაზილიელი მეტოქის ძლევის შემდეგ, ინტერვიუში მან მსაჯისთვის ნათქვამი სიტყვები გაიხსენა:

„მსაჯს ვუთხარი, ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეწყვიტა, თუ დაინახავდა, რომ ვკვდებოდი“ - აღნიშნა დვალიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG