Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას აეს-ის მშენებლობაში


დუკოვანის ატომური ელექტროსადგური
დუკოვანის ატომური ელექტროსადგური

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 27 სექტმებერს თავისი ხელმოწერით განამტკიცა ადრე არსებული კანონი, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის კომპანიებს უკრძალავს მონაწილოების მიღებას დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკის მენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში.

ჩეხეთში 1996 წელს შევიდა ძალაში ე.წ. „დაბალი ნახშირწყლების“ შესახებ კანონი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით შესყიდვების შესახებ, რომლის თანახმად ჩეხეთში შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი ქვეყნების ბირთვული ტექნოლგიები. რუსეთი და ჩინეთი ასეთ ქვეყნებს არ განეკუთვნებიან.

ამიერიდან ჩეხეთის ტერიტორიაზე არსებული ატომოური ელქტროსადურის ახალ ობიექტების მშენებლობასა და მიმდინარე რემონტზე ვერ გამოიყენებენ აკრძალულ მომწოდებლებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ტექნოლოგიებს.

აპრილში ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსული სახელმწიფო კომპანია „როსატომი“დუკოვანის ატომური ელექტროსადგურის გაფართოების შესახებ ტენდერიდან ამორიცხვის შესახებ ჩეხეთსა და რუსეთს შორის მომხდარი დიპლომატიური დაპირისპირების გამო.

„როსატომმა“ მაშინ ამ გადაწყვეტილებას უწოდა არასაბაზრო და აღნიშნა, რომ „მშვიდობიანი ატომი“ პოლიტიკის მიღმა უნდა იდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG