Accessibility links

site logo site logo

პარტიების რეიტინგი თბილისში - „ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა


ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა მოიცავს პოლიტიკური პარტიების რეიტინგი თბილისის მასშტაბით.

შეკითხვაზე, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თბილისი), თბილისის მოსახლეობის პასუხები ასეთია:

  • ქართული ოცნება - 32%;
  • ნაციონალური მოძრაობა - 23%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 12%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი - მეტი თავისუფლება - 9%;
  • ლელო - 4%;
  • გირჩი - იაგო ხვიჩია - 4%;
  • დროა - 3%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 3%;
  • ლეიბორისტული პარტია - 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 1%;
  • მოქალაქეები - 1%.
  • სხვა - 3%.

ქვეყნის მასშტაბით კი შედეგები შედარებით განსხვავებულია. შეკითხვაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდნენ ხმას, ალოკაციით, მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 36%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%;
  • გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%;
  • ლეიბორისტული პარტია - 4%;
  • ლელო - 4%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%;
  • ევროპული საქართველო - 2%;
  • გირჩი - 2%;
  • მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%;
  • პატრიოტთა ალიანსი - 2%
  • ელენე ხოშტარია - დროა - 1%;
  • ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%;
  • მოქალაქეები - 1%;
  • სხვა - 3%.

ამასთან, კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულნი არიან საკუთარ არჩევანში, სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ქართული ოცნების მხარდამჭერთა 84% ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში და აუცილებლად ამ პარტიას მისცემს ხმას; შესაბამისად 16% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა 89%დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, 11% ამბობს, რომ არაა დარწმუნებული;

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მხარდამჭერთა 76%-ია საკუთარ არჩევანში დარწმუნებული, შესაბამისად, 24% - არა.

გამოკვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG