Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საზღვართან მომხდარ სროლაში უზბეკი სამხედრო დაიღუპა


უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი

უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა, სამშაბათს ნამანგანის მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ერთი უზბეკი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ავღანეთის საზღვართან მომხდარ სროლაში.

„გუშინ საღამოს ერთ-ერთ ნარკობარონს ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობა. ინციდენტის შედეგად გმირულად დაიღუპა ერთ-ერთი ჩვენი ჯარისკაცი, ამ მიწის, ნამანგანის, შვილი, რომელიც ღირსეულად იხდიდა თავის ვალს“, - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა.

არაერთ ქვეყანაში ტერორისტული საქმიანობის გამო აკრძალულმა ორგანიზაცია თალიბანმა, რომელმაც გასულ თვეში შეძლო ძალაუფლების ხელში აღება, უკვე განაცხადა, რომ ავღანეთი ნარკოტიკებისგან თავისუფალი ქვეყანა გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG