Accessibility links

site logo site logo

გენერალ მარკ მილის თქმით, ავღანეთის 20-წლიანი ომი "სტრატეგიული შეცდომა" იყო


გენერალი მარკ მილი

ავღანეთიდან ჯარების ქაოსური გაყვანის თაობაზე კონგრესში გამართულ მოსმენაზე თავის პირველ გამოსვლაში აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ ავღანეთში 20-წლიან ომს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-ს რამდენიმე ათასი სამხედრო უნდა შეენარჩუნებინა ქვეყანაში, რათა ხელი შეეშალა თალიბანის გამარჯვებისთვის.

მან თავი შეიკავა იმის თქმისგან, თუ რა ურჩია მან პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაზაფხულზე, როცა ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის საკითხს განიხილავდა.

„ახლა ქაბულში მდგომარეობას მტერი აკონტროლებს,“ თქვა მილიმ. „ვითარების სხვაგვარად აღწერა შეუძლებელია.“ მისი თქმით, ალბათ ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო ის, რომ ავღანეთის სამთავრობო ჯარები ძალზე დამოკიდებული გახდა ქვეყანაში აშშ-ის ყოფნასა და ამერიკულ ტექნოლოგიაზე.

სენატში მოსმენამ დაძაბულად ჩაიარა. რესპუბლიკელების თქმით, ბაიდენმა ყური არ ათხოვა სამხედროთა რჩევას. თუმცა მილიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არაა ვალდებული, ყველაფერში დაუჯეროს სამხედროებს. „პრეზიდენტი არაა ვალდებული, დაეთანხმოს ჩვენს რჩევებს. ის არაა ვალდებული, მიიღოს ეს გადაწყვეტილებები, ვინაიდან ჩვენ გენერლები ვართ,“ თქვა მილიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG