Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩმა" საბიუჯეტო დაფინანსებით შეძენილი „პორშეს" მარკის ავტომანქანა გაათამაშა


2020 წლის გათამაშებაში ჩართულ ადამიანებს შორის დაპირებული ავტომანქანა პარტია „გირჩმა" „ფეისბუკის" გვერდის პირდაპირ ეთერში გაათამაშა. პარტიის ინფორმაციით, გათამაშებაში გამარჯვებული და „პორშეს" მფლობელი ჯუბა გრიგოლია გახდა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „გირჩის" პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, პარტიებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსებით, მათთვის ვინც 31 ოქტომბრამდე დარეგისტრირდებოდა ჩვენს პორტალზე, ავტომობილ „ტესლა" გაათამაშებდა", - აღნიშნავს „გირჩი". პარტიის განმარტებით, იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე ვერ შეიძინეს შესაბამისი ხარისხის „ტესლა", მათ „პორშე" გაათამაშეს.

ეს „გირჩის" გათამაშების მხოლოდ პირველი ეტაპია. როგორც პარტია აღნიშნავს, ვინც წინა წელს გათამაშებაში არ ჩართულა, 2 ოქტომბრის არჩევნებზე შეუძლია ამის გაკეთება.

„გირჩის" წევრი ჰერმან საბო ამბობს, რომ 2024 წლამდე პარტიას დაახლოებით 3 მილიონი ლარი აქვს ასაღები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „მიგვაჩნია, რომ არ გვეკუთვნის ეს თანხა და ამიტომ ვათამაშებთ. ვფიქრობ, 10-15 მანქანა მაინც მოგვივა ამ თანხით", - თქვა საბომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG