Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 1743 ადამიანს, 29 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 29 პაციენტი. 2266-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 047 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1743 შემთხვევა.

წინა დღესთან შედარებით, დაახლოებით 3500-ით მეტი ტესტი გაკეთდა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი, 186-ით ნაკლებია.

30 სექტემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 4.84%;
  • ბოლო 7 დღის - 5.65%;
  • ბოლო 14 დღის - 6.04%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 613 012 შემთხვევა. მათგან 585 071 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 8946 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG