Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: ფაქტია, დაპირება შეასრულა


ლევან ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილი.

თბილისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი.

„საქართველოში არ არისო, რომ იძახდნენ სააკაშვილზე. საქართველოში კი არა, დედაქალაქ თბილისში დააკავეს, არათუ ბათუმში, ქუთაისში, ან სადმე სხვაგან.

არაფერი არანორმალური არ ხდება, სააკაშვილისთვის ეს გასაგები და ცხადი იყო, რომ როდესაც ამ პროცესზე საუბრობდა, მუდმივად აღნიშნავდა, რომ „მე თუ დამაკავებენ, გამათავისუფლებს ქართველი ხალხი“. არჩევნები არის ხვალ (2 ოქტომბერს). თითოეულმა ქართველმა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. მივდივართ არჩევნებზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების დეტალები არ არის საინტერესო.

„ფაქტია დაპირება შეასრულა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველანი არჩევნებზე. დანარჩენი დეტალები, როგორ რანაირად... ჯერ ერთი, არც ვიცი და არც არის ჩემთვის საინტერესო. მიხეილ სააკაშვილმა დანაპირები შეასრულა. ჯერი ქართველ ხალხზეა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

დღეს დილით, 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG