Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი და ფაშინიანი უახლოეს პერიოდში კვლავ შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს


ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა. 2020 წლის 15 თებერვალი, მიუნხენი
ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა. 2020 წლის 15 თებერვალი, მიუნხენი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, უახლოეს ხანში შესაძლოა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში.

ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანზე დაყრდნობით.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მზად ვართ შევხვდეთ და განვიხილოთ პრობლემები ყველაზე მაღალ დონეზე. თუ მეორე მხარე, აზერბაიჯანი, მზადყოფნას გამოთქვამს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა უახლოეს ხანში გაიმართება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში“, - აღნიშნა გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირველად 11 იანვარს რუსეთში შეხვდნენ ერთმანეთს კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რომელშიც სომხეთმა დიდ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა.

შარშან 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ყარაბაღის რეგიონში მდებარე ქალაქები ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი, 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი),

ბრძოლების დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრის ერთობლივი შეთანხმების (სამმხრივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სეპარატისტთა ხელთ არსებული კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის.

სომეხი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ დარჩენილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი კი ე.წ. რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონად გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG