Accessibility links

site logo site logo

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მას კრწანისის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებმა გადასატანი ყუთი მიუტანეს.

"ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს, ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - თქვა ილია მეორემ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი კვირით ადრე მედიასაშუალებებს უცნობმა წყარომ გაუგზავნა დოკუმენტები, რომელიც დიდი ალბათობით სუს-იდან იყო გამოჟონილი. ამ დოკუმენტებში არაერთ შესაძლო დანაშაულზე იყო საუბარი, მათ შორის, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მონაწილეობით.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე არ ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG