Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლეიბორისტების“ დაჭრილი აქტივისტის მდგომარეობა სტაბილურია - ექიმი


ლეიბორისტული პარტიის აქტივისტის, აივაზ მამედოვის მდგომარეობა სტაბილურია.

„შემოვიდა თვითდინებით, ჭრილობით მუცლის არეში. ჩატარდა კვლევები, ჭრილობა ზედაპირულია, ორგანოების დაზიანება არ აღენიშნება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მარნეულის კლინიკის ექიმი ნინო გოგიძე.

მისივე თქმით, მამედოვს ერთი ჭრილობა აქვს მიყენებული ბასრი საგნით.

აივაზ მამედოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშთაფაში, #52 საარჩევნო უბანთან დაჭრეს. „ლეიბორისტები“ დაჭრაში „ქართული ოცნების“ აქტივისტს ადანაშაულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG