Accessibility links

site logo site logo

ISFED: გარე დაკვირვების უბნების 20%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება


"სამართლიანი არჩევნების" 19:00 საათისთვის დაფიქსირებულ დარღვევებსა და საარჩევნო აქტივობაზე მონაცემებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით ასეთია:

  • გარე დაკვირვების უბნების 20%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნებოდა პირთა საეჭვო შეკრება. უბნების 8.3%-ზე შეკრება 100 მეტრის გარეთ ხდებოდა;
  • გარე დაკვირვების უბნების 13.3%-ზე, 100 მეტრამდე პერიმეტრში მიმდინარეობდა ამომრჩეველთა სახელობითი აღრიცხვა, პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციის ან სხვის მიერ. უბნების 4.2%-ზე აღრიცხვა ხდებოდა 100 მეტრის გარეთ;
  • უბნების 18.3%-ზე შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული და არაერთჯერადი მობილიზება/ტრანსპორტირება საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად;

მონაცემები შედგენილია შერჩევით შერჩევაში მოხვედრილი 121 უბნიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით.

დარღვევები

დღის 19:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი სახის დარღვევები:

  • ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით
  • პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი
  • ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
  • დამკვირვებლის უფლებების დარღვევა
  • დამკვირვებლის მიერ კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა
  • ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
  • მარკირების წესის დარღვევა
  • საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები
  • გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG