Accessibility links

site logo site logo

„ამნესტი ინტერნეიშენალი“: თალიბებმა ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს 13 ეთნიკური ჰაზარი


თალიბების სპეცრაზმი

საეთაშოროსო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტულმა დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ხელისუფლების დამხობიდან ორი კვირის შემდეგ სიკვდილით დასაჯა 13 ეთნიკური ჰაზარი, მათ შორის, ერთი 17 წლის გოგო.

ორი სამოქალაქო პირისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების 11 თანამშრომელი დახვრიტეს 30 აგვისტოს დაიყუნდის პროვინციის სოფელ კაჰორში, როდესაც მსხვერპლი ცდილობდა გაქცეოდა თალიბების იერიშს.

თვითმხილველებზე დაყრდნობით „ამნესტი ინტერნეიშენალი“ წერს, რომ უსაფრთხოების ძალების 11 წარმომადგენელი თალიბებმა დახვრიტეს მას შემდეგ, რაც მათ იარაღი დაყარეს, რაც, ლონდონში მდებარე ორგანიზაციის შეფასებით, „სამხედრო დანაშაულის“ ტოლფასია.

ფუნდამენტალისტურმა ისლამურმა ჯგუფმა ავღანეთზე კონტროლი აგვისტოს ბოლოს დაამყარა, რამაც აღძრა შეშფოთება, რომ ის ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში აღადგენს იმ რეპრესიულ მმართველობას, რომელსაც 1996-2001 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნისას მისდევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG