Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ციხიდან: წინა დღეებში სამეგრელოს ჰაერი ჩავისუნთქე, ეს არის თავისუფლების ჰაერი


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მიმართავს. მისი წერილი საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააცნო.

"ივანიშვილი მთავარი მიზანი, ისევე როგორც თავის დროზე მხედრიონისა, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ჩადიან ზუგდიდში და აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა წინა დღეებში ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი. ეს არის შეუცდომლად თავისუფლების ჰაერი.

საქართველოს გათავისუფლება უნდა დაიწყოს ისევ სამეგრელოდან..." - ეწერა მიმართვაში.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგებით ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" აყალიბებდა საკრებულოში უმრავლესობას, თუმცა საოლქო-საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთი უბნის შედეგები გადათვალა და მონაცემები "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა. ხელახლა დათვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა "ქართული ოცნების" კანდიდატს და პირველივე ტურში იმარჯვებდა.

მე-11 მაჟორიტარული ოლქის 53-ე, 54-ე, 57-ე და 58-ე უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG