Accessibility links

site logo site logo

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა კოსოვოს ნაკრები


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები. 2019 წ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა პრიშტინაში მოუგო კოსოვოს ნაკრებს, ანგარიშით 2:1 და ხუთგუნდიან ჯგუფში, მეხუთედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა. ქართველთაგან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს.

შვიდი თამაშის შემდეგ, საქართველოს ანგარიშზე თითო მოგება და ფრე და ხუთი წაგებაა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს კოსოვოსაც, ოღონდ გატანილი და გაშვებული გოლების უარესი ბალანსით. ცხრილის ლიდერი შვედეთის ნაკრებია, თხუთმეტი ქულით. მას ორი ქულით ჩამორჩება ესპანეთი და ექვსით - საბერძნეთი.

ქართველ ფეხბურთელებს ჯგუფის ბოლო მატჩი 11 ნოემბერს ელით, ბათუმში, შვედეთთან.

დაბოლოს, საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში გამართული თამაშით შეწყვიტა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოუგებელი თამაშების ცხრაწლიანი სერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG