Accessibility links

site logo site logo

აშშ მომავალ თვეში თავის სახმელეთო საზღვრებს გახსნის არაარსებითი მიზნით მგზავრობისთვის


აშშ მომავალ თვეში თავის სახმელეთო საზღვრებს გახსნის არაარსებითი მიზნით მგზავრობისთვის. ამით დასრულდება 19-თვიანი აკრძალვა, რომლის მიზანი იყო COVID-19-ის პანდემიის შეკავება.

ნიუ-იორკელი დემოკრატი სენატორის, კირსტენ გილიბრანდის ოფისმა გამოაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვიტა, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილ მგზავრებს კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში არაარსებითი მიზნით შესვლის საშუალება მისცეს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან.

ეს გეგმა დაადასტურა საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა ალეხანდრო მაიორკასმა, განახადა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

პანდემიის დაწყებიდან აშშ-კანადასა და აშშ-მექსიკას შორის ავტომანქანებით, მატარებლითა და ბორნით ძირითადად არსებითი მიზნით შეიძლებოდა მგზავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG