Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა სააკაშვილზე: ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, მეტს არ იმსახურებთ


"ვუსურვოთ მიშას თავისუფლება. დღეს ის თავისუფალია ჩვენზე მეტად. ოდესღაც მან, 18 წლის წინ დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები, რადგან მეტს არ იმსახურებთ", - თქვა გიგი უგულავამ რუსთაველზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე.

"ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება. დღეს თქვენ გამოიარეთ მთელი ქვეყანა და ამ ხელისუფლებამ გასაცოდავებული ადამიანები დაგახვედრეს გზად, რომლებიც სახეს მალავდნენ, ეშინოდათ, რცხვენოდათ და ცოცხებს იფარებდნენ სახეებზე. მათი თავისუფლებისათვისაც უნდა ვიბრძოლოთ. დღეს ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ ქვეყანაში უკანასკნელი პოლიტიკური პატიმარი, რაც კიდევ უფრო დიდი მისიაა. ეს გამორიცხავს საქართველოში შურისძიებას, ბოღმას, გაურკვევლობას და "ქართულ ოცნებას", - უთხრა უგულავამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

ამ დრომდე დაუდგენელი გზებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG