Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი გაეროს სასამართლოში აზერბაიჯანს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში ადანაშაულებს


 ართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში
ართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში

სომხეთმა აზერბაიჯანი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში დაადანაშაულა, როცა ორი ქვეყანა, რომლებსაც ექვსკვირიანი ომი ჰქონდათ გასულ წელს, შემოდგომაზე, 14 ოქტომბერს ერთმანეთის ჰააგაში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სომხეთის წარმომადგენელმა, იეღიშე კირაკოსიანმა, მოსმენის გახსნისას, ბრალდება წამოაყენა გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მოსამართლეებისადმი სომხეთის მიმართვასთან დაკავშირებით - მიიღონ სასწრაფო დროებითი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.

საქმე ეხება მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გამო გასული წლის ომს, რომლის შედეგადაც 6600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რეგიონი საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ ეთნიკური სომხების ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა სეპარატისტული ომის დასრულების შემდეგ 1990-იან წლებში.

კირაკოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ითხოვს სასამართლოსგან, ომის მიზეზების ფესვების თაობაზე გადაწყვეტილებას, არამედ "ცდილობს თავიდან აიცილოს და გამოასწოროს ეთნიკური სომხების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და სიძულვილის ციკლი."

ადვოკატებმა, რომლებიც აზერბაიჯანს წარმოადგენენ, სასამართლოს 14 ოქტომბერს, უფრო გვიან უნდა მიმართონ. აზერბაიჯანმაც ანალოგიური სარჩელი შეიტანა, რითაც სომხეთს თავისი მოქალაქეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, და ასევე მიმართა მსოფლიო სასამართლოს დროებითი ზომების დაწესების მოთხოვნით. აზერბაიჯანის საქმის მოსმენის დაწყება 25 ოქტომბერსაა დანიშნული.

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ნაწილი, მაგრამ მთელი ტერიტორია და შვიდი რაიონი, რომელიც მას გარს არტყამს, ეთნიკური სომხების ძალების მიერ კონტროლდებოდა 1994 წელს სეპარატისტული ომის დასრულებიდან გასული წლის ომამდე. ორ მხარეს შორის რეგულარულ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG