Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება


ნიკოლოზ ყიფშიძე
ნიკოლოზ ყიფშიძე

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც ის ამბობს, ბოლო დღე-ღამის შემდეგ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა.

„კარგ ხასიათზე იყო, მომართული იყო“, - აღნიშნა ექიმმა და დაამატა, რომ მათ ერთად ესმოდათ ციხის გარეთ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის ხმა.

როგორც ექიმი ამბობს, მიხეილ სააკაშვილს დღეს და ხვალ არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. კონსილიუმის წევრი ექიმები სააკაშვილს 19 ოქტომბერს მოინახულებენ, სწორედ, ისინი გადაწყვეტენ ჰოსპიტალიზაციის საკითხს.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე კვლავ უარყოფითი პოზიცია აქვს. „ესმის, რომ თუ ძალიან ავად გახდა...“ - თქვა მან.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ყველა ანალიზი უკვე აუღეს. კომისიის თითოეული წევრი ეცნობა ვიზიტის წინ მის შედეგებს.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავების დღიდან, 1 ოქტომბერიდან, შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG