Accessibility links

site logo site logo

Facebook-ი 14 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდის "ამერიკელების დისკრიმინაციისთვის"


ამერიკული კომპანია Facebook-ი 14 მილიონ დოლარზე მეტს გადაიხდის სამსახურში თანამშრომლების მიღების დისკრიმინაციულ პოლიტიკაში დადანაშაულების გამო. საუბარია ამერიკელების დისკრიმინაციაზე.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის, კრისტენ კლარკის განცხადებით, Facebook-ი კანონზე მაღლა ვერ იქნება და ვალდებულია დაიცვას დასაქმებისას დისკრიმინაციული პრაქტიკის ამკრძალავი კანონები.

აშშ-ის ადმინისტრციამ კომპანიას სასამართლოში 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში უჩივლა. იუსტიციის სამინისტროს თანახმად, 2018-2019 წლებში, Facebook-მა 2600-ზე მეტი ვაკანსია დაჯავშნა სამუშაო ვიზის(H-1B) მქონე, მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი სპეციალისტებისთვის და მათთვის ითხოვდა აშშ-ში მუდმივად ცხოვრების ნებართვასაც. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ვაკანსიებს საიტზე არ აქვეყნებდა და განაცხადებს ფოსტით იღებდა. სამინისტრომ მსგავსი მიდგომა აშშ-ის მოქალაქეების დისკრიმინაციად შეაფასა.

Facebook-ის ადმინისტრაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დასაქმების პრაქტიკა ფედერალური სტანდარტების შესაბამისია, სასამართლო დავის შესაწყვეტად თანხის გადახდას დათანხმდნენ.

კომპანია 4.75 მილიონ დოლარს გადაუხდის ამერიკის ხაზინას და 9.5 მილიონ დოლარს კონკრეტულ პირებს, რომლებიც თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ამასთან, Facebook-ი აღნიშნავს, რომ გააგრძელებს სამსახურში საუკეთესოთა აყვანის პრაქტიკას, როგორც აშშ-დან, ისე მთელი მსოფლიოდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG