Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საგამოძიებო კომისიას სურს, ტრამპის ყოფილ მრჩევლის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯი გადაიდგას


დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი

აშშ-ის საგამოძიებო კომისიამ, რომელიც იკვლევს ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაზე იანვრის იერიშის გარემოებებს, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, სტივ ბენონის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი მხრიდან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი დოკუმენტს, რომლის თანახმად, ბენონმა უგულებელყო კონგრესი. იგი გამოძახებული იყო კომისიაში, მაგრამ არ მივიდა.

წარმომადგენელთა პალატამ, სადაც დემოკრატები დომინირებენ, ახლა უნდა გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა ეს საქმე იუსტიციის სამინისტროს. სამინისტრომ კი, თავის მხრივ, უნდა გადაწყვიტოს, აღძრას თუ არა საქმე 67 წლის ბენონის წინააღმდეგ.

წელს, 6 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის რადიკალურად განწყობილმა მომხრეებმა იერიში მიტანეს კაპიტოლიუმის შენობაზე, როცა იქ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა შეეჯამებინათ და ხელი შეუშალეს ამ პროცესს.

ამ მოვლენის გარშემო უნდა დაიკითხონ პრეზიდენტ ტრამპის თანამშრომლები.
ტრამპი მათგან მოითხოვს, უარი თქვან ჩვენების მიცემაზე. ყოფილი პრეზიდენტი სარგებლობს ე.წ. აღმასრულებელი პრივილეგიით, რომელიც იძლევა უფლებას, არ გასცენ ინფორმაცია.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს უფლება აქვთ თანამდებობაზე მყოფ და არა - ყოფილ პრეზიდენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG