Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას კრიტიკის შემდეგ ბელარუსში აიკრძალა ნიღბების სავალდებულო ტარება


ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა ნიღბების ტარების სავალდებულო წესი, რომელიც ქვეყანაში 9 ოქტომბრიდან ამოქმედდა.

მანამდე ეს ზომა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გააკრიტიკა. 19 ოქტომბერს გამართულ სამთავრობო სხდომაზე მან მოითხოვა მინისტრებისგან, არ დაუშვან ადამიანებზე არავითარი ზეწოლა სანიტარული ნიღბების ტარების, სოციალური დისტანცირებისა და ვაქცინაციის გამო.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, ლუკაშენკამ სხდომაზე უბრძანა ჯანდაცვის მინისტრს, რათა აღადგინოს ქვეყანაში გეგმური ოპერაციებისა და გამოკვლევის ტრადიცია.

21 ოქტომბერს ქვეყანაში აღინიშნა კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ბოლო კვირაში ქვეყანაში ყოველდღიურად 2000-ს აღემატება COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა.

ექიმები ანონიმურად ჰყვებიან, რომ საავადმყოფოები გადავსებულია კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებით. ბევრი ბელარუსი ჩივის, რომ ქვეყანაში რთულია COVID-19-ის ტესტის გაკეთება, ხოლო დაავადებულ პაციენტებთან სახლში არ დადიან ექიმები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG