Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 1942-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. ეს 23 სექტემბრის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 22 847 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 942 შემთხვევა. 4 650-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება. გასული კვირის სამუშაო დღეებში, როცა 24 საათში ტესტირებულთა რიცხვი 50 000-ზე მეტი იყო, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 4000-ს და 5000-ს აჭარბებდა.

25 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.5%;
  • ბოლო 7 დღის - 9.04%;
  • ბოლო 14 დღის - 9.05%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 694 182 შემთხვევა. მათგან 635 611 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 788 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG