Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში მდუმარე აქცია „ჩემოდნებზე დამჯდარი ქალაქი“ გაიმართა


„გზავნილების ქალაქი“; „მალე მეც ემიგრანტი ვიქნები“; „ნუ დაცლი ქუთაისს“; „გაქცეულ ქუთაისელს მოაბრუნებ?“ – ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში ქუთაისში გამართული მდუმარე აქცია-პერფორმანსის დროს სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც ქალაქიდან ახალგაზრდების მიგრაცია გააპროტესტეს. მათ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობასთან გამოფინეს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაპირებული და განუხორციელებელი 12 მსხვილი პროექტის ბანერი.

აქცია-პერფორმანსი გაიმართა „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ იმერეთის ორგანიზაციისა და „სირცხვილიას“ ქუთაისის ოფისის ორგანიზებით. მას ის ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, რომლებიც ქალაქის დაკარგული პერსპექტივის გამო ჩივიან.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, შექმნილი მძიმე სოციალური ფონის და დასაქმების პერსპექტივის არარსებობის გამო ქალაქს ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ.

„მნიშვნელოვანი პროექტების განუხორციელებლობით, მოტყუებული დარჩა ხალხი, იმედი მაქვს, სამოქალაქო საზოგადოება შეცვლის ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონს“, – განაცხადა სტუდენტმა ზურაბ ქარქაშაძემ, რომელიც აქციას შეუერთდა პლაკატით „ნუ დაცლი ქუთაისს“.

აქცია-პერფორმანსის დასასრულს პოეტმა პაპუნა გიორგაძემ იმ მიზეზით, რომ ქალაქში აღარ დარჩნენ ადამიანები, ვინც მის პოეტურ კრებულს წაიკითხავს, თავისივე ლექსები დაწვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG