Accessibility links

site logo site logo

თურქეთის პრეზიდენტმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა


თურქეთის ხელისუფლება განმუხტულად მიიჩნევს დასავლეთის 10 სახელმწიფოს ელჩების გაძევების გადაწყვეტილებით გამოწვეულ დიპლომატიურ კრიზისს. ამ ქვეყნების ელჩების მიერ 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადება, რომ თურქეთის საშინაო საქმეებში არ ერევიან, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უკან დახევად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებული განცხადებების დროს.

23 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ერდოანმა მოითხოვა აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდის, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, მას შემდეგ, რაც დიპლომატებმა ერთობლივი განცხადებით თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს პატმრობიდან ბიზნესმენის, ფილანთროპის და უფლებადამცველის, ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ. ერდოანმა დიპლომატების ეს განცხადება თურქეთის და მისი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებად და უპატივცემულობად შეაფასა.

25 ოქტომბერს, ელჩებმა ტვიტერით გამოაქვეყნეს კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ იცავენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

თურქეთის ხელისუფლება 64 წლის ოსმან კავალას ადანაშაულებს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში. კავალა ბრალის დამტკიცების გარეშე პატიმრობაში იმყოფება 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG