Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალბურთის კლუბი „დინამო“ საბერძნეთის „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა


წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე, სეზონის პირველი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის სტარტზე ევროპის ერთ-ერთ ტიტულიან კლუბს - „ოლიმპიაკოსს“ საბერძნეთში დაუპირისპირდა და წააგო, ანგარიშით 9:20.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თექვსმეტი გუნდი მონაწილეობს. ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ და თითოეული ჯგუფიდან, ფინალური ეტაპის საგზურს ოთხ-ოთხი მოიპოვებს. „დინამოს“ თანაჯგუფელები „ოლიმპიაკოსის“ გარდა არიან: „ბრეშა“, „ბარსელონეტა“, „ნოვი ბელგრადი“, „იადრანი“, „რადნიჩკი“ და „ტელეკომი“.

ქართველი წყალბურთელები მეორე შეხვედრას ისევ სტუმრად გამართავენ, 9 ნოემბერს, მონტენეგროში, „იადრანის“ წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG