ის ოდესაში იმყოფება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში და მონაწილეობა მიიღო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ნატოს პარლამენტთაშორისი საბჭოს მუშაობასა და სხვა შეხვედრებში, რომლებზეც ერთ-ერთ მთავარ თემას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
თეონა აქუბარდია - "არ იქნება უსაფრთხოება შავ ზღვაზე, თუ საქართველო და უკრაინა არ იქნებიან ნატოს წევრები"
"ის სამხედრო პროექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარეობს, იძლევა სწორედ სურათს, რომ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და უკრაინის ჩართულობით და კონკრეტული ინიციატივებით არის შესაძლებელი შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერება", - აცხადებს თეონა აქუბარდია, ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" წევრი.
დაწერეთ კომენტარი