Accessibility links

site logo site logo

რუსეთში კვლავ სარეკორდოდ მაღალია COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთში კვლავ სარეკორდოდ მაღალია კორონავირუსის შედეგად ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რიცხვი. ქვეყანა ახალი ზომების შემოსაღებად ემზადება სწრაფად მზარდი პანდემიის შესასუსტებლად.

კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისულმა ცენტრმა 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით 1123 ადამიანი გარდაიცვალა, აღირიცხა ინფიცირების 36582 ახალი შემთხვევა.

დღემდე რუსეთში კორონავირუსს 233898 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე მაჩვენებელია აშშ-ის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

პანდემია მთელს აღმოსავლეთ ევროპაშია გამწვავებული, რასაც სპეციალისტები მნიშვნელოვანწილად ხსნიან ვაქცინაციის ნელი ტემპით.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, ვაქცინაციის სანაცვლოდ პაციენტები ორი დღით გათავისუფლდნენ მუშაობისგან. ასევე ნოემბრის პირველ კვირაში რუსეთის მასშტაბით დაიხურება სამუშაო ადგილები. მოსკოვში 28 ოქტომბრიდან იწყება ნაწილობრივი „ლოკდაუნი“. დაშვებული იქნება მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლით მოვაჭრე ობიექტების მუშაობა, როგორებიცაა სუპერმარკეტები და აფთიაქები.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG