Accessibility links

site logo site logo

თანამდებობიდან დაითხოვეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც მზად არის ხელი ჩამოართვას ნავალნის


მღვდელი გიორგი სუხობოკი წირვის დროს

რუსეთის ქალაქ დიმიტროვგრადში მოღვაწე მართლმადიდებელი მღვდელი, გიორგი სუხობოკი, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თანამდებობიდან დაითხოვა.

სუხობოკი მელეკესკის ეპარქიის პრესცენტრსა და საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 33 წლის მღვდლის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი გახდა სუხობოკის მიერ სოციალურ ქსელში ალექსეი ნავალნისათვის ანდრეი სახაროვის პრემიის მინიჭების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება და იმის აღნიშვნა, რომ მზად არის ჩამოართვას ხელი პოლიტიკოსს, რომელსაც მანამდე აკრიტიკებდა.

სოციალურ ქსელში პუბლიკაციის შემდეგ სუხობოკს დაურეკა მელეკექსისა და ჩერდაკლინის ეპარქიის მმართველმა, ეპისკოპოსმა დიოდორმა და უთხრა, რომ მისი პროვოკაციული მოღვაწეობით ზემდგომნი დაინტერესდნენ და უთხრეს, რომ მას ასეთი პრესმდივანი არ უნდა ჰყავდეს.

ორი სასულიერო პირის საუბრის ჩანაწერი ნავალნის მომხრეთა იუთუბის არხზე გამოქვეყნდა.

გიორგი სუხობოკის გათავისუფლების ბრძანება უკვე ხელმოწერილია. ამასთან, ეპარქიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სუხობოკის პუბლიკაციას საერთო არაფერი აქვს მის გათავისუფლებასთან.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG