Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ორივე კანდიდატმა


თელავის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ორივე კანდიდატმა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა მე-11 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი სხვადასხვა სახის დარღვევით მიმდინარეობს. მან ისევ გაიმეორა 29 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლეს. მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულმა ზოგიერთი პირმა, რომელიც სპეციალურ სიაში იყო და გადასატანი ყუთით უნდა ესარგებლა, ხმა უბანზე მისცა და ამის გამო, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საჩივრებიც დაწერეს.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა ხმა მისცა თელავის მე-3 საარჩევნო უბანზე. "დარწმუნებული ვარ, რომ თელავის მოსახლეობა აირჩევს მშვიდობასა და განვითარებას და ჩვენი გუნდი იზეიმებს გამარჯვებას", - განაცხადა ხმის მიცემის შემდეგ ანდრიაშვილმა.

კახეთის რეგიონში თელავი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური მიმდინარეობს. რეგიონის დანარჩენ 7 მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერს, პირველივე ტურში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG