Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ადამიანი დაესწრო მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეკრებებს 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების წლისთავის აღსანიშნავად


დემონსტრანტები ანტიამერიკული პლაკატით აშშ-ის ყოფილი საელჩოს წინ თეირანში, 2019 წლის 4 ნოემბერი.
დემონსტრანტები ანტიამერიკული პლაკატით აშშ-ის ყოფილი საელჩოს წინ თეირანში, 2019 წლის 4 ნოემბერი.

ათასობით ირანელმა მიიღო მონაწილეობა მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, რომლებიც 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავების წლისთავს მიეძღვნა. შეკრებებზე გაისმოდა ლოზუნგები - "სიკვდილი ამერიკას" და "სიკვდილი ისრაელს", დაწვეს ამერიკისა და ისრაელის დროშები.

საელჩოს დაკავებამ გამოიწვია მძევლებთან დაკავშირებული 444 დღიანი კრიზისი და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, რაც დღემდე გრძელდება.

სახელმწიფო ტელევიზია 4 ნოემბერს იუწყებოდა, რომ შეხვედრები, მთელი ირანის მასშტაბით, 800 ქალაქში ჩატარდა. გასულ წელს ხელისუფლებამ ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო გააუქმა.

გენერალი ჰოსეინ სალამი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, სიტყვით გამოვიდა ხალხის წინაშე თეირანში და დაგმო, როგორც თავად უწოდა, ამერიკული აგრესია რეგიონში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში.

ქუჩაზე გაფენილი იყო ამერიკის დიდი დროშა, რათა პროტესტის მონაწილეებს ის ფეხქვეშ გაეთელათ.

თავყრილობებით 1979 წლის 4 ნოემბრის ამბები აღინიშნა, როცა ირანელი სტუდენტების ჯგუფმა დაცვის წევრები შეიპყრო და საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრა, განრისხებული იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა, საშუალება მისცა ირანის დევნილ შაჰს, მოჰამად რეზა ფეჰლევის, კიბოზე ემკურნალა შეერთებულ შტატებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG