Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებში ქალები სჭარბობენ, ლეტალობა უფრო მაღალია კაცებში


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდსიტუაციის ანალიზის მეშვიდე გადახედვის ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე.

ამ პერიოდის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 614 763.

  • კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი იყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, თბილისის, აჭარის და იმერეთის რეგიონებში;
  • ინფიცირებულთაგან 57% ქალი და 43% მამაკაცი;
  • ინფიცირებულთა შორის 0-დან 15 წლამდე ბავშვები 10%, მოზარდები და ახალგაზრდები(15-24) 12%, 60 წლის და მეტი ასაკის 22%;
  • 0-დან 18 წლის ჩათვლით ასაკში ინფიცირებული იყო 90 680(მთლიანი რაოდენობის 14.8%). 2020 წლის 10 თვეში - 23 470 და 2021 წლის 9 თვეში - 67 210;
  • 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენდა 2020 წლის ოქტომბერი და ნოემბერი, როცა მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში;
  • 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მილიონ მოსახლეზე შეადგენს 2 399-ს;
  • გარდაცვლილთაგან 51.10% მამაკაცი და 48.90% ქალი;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი - 18.05% იყო 80-84 წლის ასაკობრივ ჯგუფში და ყველაზე დაბალი - 0.06% 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
  • ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება: კარდიო-ვასკულარული დაავადებები - 69.1%, ჰიპერტენზია - 35.3%, დიაბეტი - 25.5%, ონკოლოგიური დაავადება - 5.8% და ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%;

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში სრულად იხილეთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG