Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: საქართველოში 4 318 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 70 პაციენტი


ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 4 318 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 52 962 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 4 278 იყო, 51 298 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 70 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 422-ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 457 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 743 927-ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 48 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 6 471 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 173-ს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემებით, კოვიდსაწინააღმდეგო სხვადასხვა სახის ვაქცინით საქართველოში სულ აცრილია - 2 090 036, დღიურად აცრილია - 7 293 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG