Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთში COVID-19-ის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტ ზემანს კორონავირუსი დაუდასტურდა


მილოშ ზემანი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების მკვეთრი გაუარესების გამო, ჩეხეთის ხელისუფლებამ შემოიღო 30 დღიანი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 26 ნოემბრის ღამით შევა ძალაში. ეს ზომა ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ შემოიღოს შეზღუდვები ხალხის გადაადგილებასა და შეკრებაზე, რაც შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის კანონის ამოქმედების გარეშე.

გარდა ამისა, ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო სხდომაზე დაამტკიცა შეზღუდვების პაკეტი. პარასკევიდან რესტორნები, ბარები, კლუბები და სხვა გასართობი დაწესებულებები იმუშავებენ 22.00 საათამდე. აიკრძალება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები და ალკოჰოლის მოხმარება ქუჩაში. სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე 1000-მდე შეიზღუდება დამსწრეთა რაოდენობა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წინა დღით სარეკორდოდ გაიზარდა და 25 000-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა. ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაავადდა ჩეხეთის 77 წლის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი.

ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამო თვე-ნახევარი იმყოფებოდა საავადმყოფოში და წინა დღით გამოწერეს, კორონავირუსის გამო კვლავ საავადმყოფოში შეაბრუნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG