Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომიკრონი“ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჯანმოს შეშფოთებას იწვევს


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი“ უწოდა კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ომიკრონს“, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, მრავალი მუტაცია ახასიათებს და ხელმეორედ დაინფიცირების მომეტებული რისკით ხასიათდება.

ჯანმოს პარასკევის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის ამ ვარიანტის (თავდაპირველად მას უწოდეს B.1.1.529) შემთხვევების რაოდენობა სამხრეთ აფრიკის ყველა პროვინციაში მატულობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კვირა იმის დასადგენად, თუ როგორია კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავლენა და რამდენად არის ის გადამდები.

ბი-ბი-სის თანახმად, ჯანმომ „ომიკრონის“ შესახებ პირველად სამხრეთ აფრიკიდან, 24 ნოემბერს მიიღო ცნობები.

კორონავირუსის ვარიანტი ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონკონგსა და ისრაელშიც აღმოჩნდა. ხუთშაბათს რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა სამხრეთ აფრიკასთან საავიაციო მიმოსვლა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი ყველა იმ ქვეყნიდან ავიარეისების შეჩერების მოწოდებით გამოვიდა, რომელშიც კორონავირუსული ახალი შტამი აღმოჩნდა. ვირუსოლოგების თქმით, ახალ ვარიანტს აქვს მრავალრიცხოვანი მუტაცია, რომელიც შესაძლოა უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს ადამიანებისთვის.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირსა და აფრიკის სახელმწიფოებს შორის საჰაერო მიმოსვლა მანამდე უნდა შეიზღუდოს, ვიდრე ექიმებს უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნებათ კორონავირუსის ახალი შტამის ბუნების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG