Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში გამოვლინდა კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა


ბრიტანეთში ორ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსის ახალი შტამი, "ომიკრონი", - იუწყება BBC ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.

მინისტრის, საჯიდ ჯავიდის თქმით, შემთხვევები გამოვლენილია ესექსის ტერიტორიაზე და ნოტინგემში. ორ შემთხვევას ერთმანეთთან აქვს კავშირი, ინფიცირებული პირები თვითიზოლაციაში არიან, მიმდინარეობს მათი კონტაქტების ძიება და ტესტირება.

ვირუსის ახალი ვარიანტი ასევე აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში, ბოსტვანაში, ბელგიაში, ჰონკონგსა და ისრაელში.

"ომიკრონის" შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) პირველად 24 ნოემბერს შეატყობინა სამხრეთმა აფრიკამ. ჯავიდის თქმით, ბრიტანეთში მყოფ ორ ინფიცირებულს კავშირი აქვს სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობასთან.

მსოფლიოს გარშემო ქვეყნები სამოგზაურო აკრძალვებს და შეზღუდვებს აწესებენ აფრიკის სამხრეთში მდებარე ქვეყნებისთვის, ვირუსის ახალი ვერსიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით.

ამ სახელმწიფოებს საქართველოც შეუერთდა. 28 ნოემბერს მთავრობა ავრცელებს განცხადებას, რომ საქართველოში სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან, ზიმბაბვედან, ნამიბიიდან, ლესოტოდან, ესვატინიდან (სვაზილენდი), მოზამბიკიდან და მალავიდან შესულ პირებს 14-დღიანი იზოლაცია ან კარანტინი შეეხებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG