Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ ხუთ პირს მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, ციმბირის მაღაროში აფეთქების შემდეგ


რუსეთში სასამართლომ 27 ნოემბერს ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ხუთი პირი, ციმბირში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამოძიების ფონზე. ოფიციალური ინფორმაციით, 25 ნოემბერს, კემეროვოს რეგიონის ლისტვიაჟინაიას მაღაროში მომხდარ აფეთქებას 51 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 46 მაღაროელი და ხუთი მაშველია.

კემეროვოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა მაღაროს დირექტორს, სერგეი მახრაკოვს, მის მოადგილეს, ანდრეი მოლოსტვოვს და სექციის ზედამხედველს, სერგეი გერასიმიონოკს. ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ასევე სახელმწიფო უწყების, როსტეხნადზორის ადგილობრივი განყოფილების ორ თანამშრომელს, სერგეი ვინოკუროვს და ვიაჩესლავ სემიკინს, სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი საავადმყოფოებშია მოთავსებული, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა - იუწყება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 27 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG