Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ იწყება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები


ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები. ვენა, 2021 წ. 20 ივნისი.
ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები. ვენა, 2021 წ. 20 ივნისი.

29 ნოემბერს ვენაში განახლდება მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, სული შთაბეროს 2015 წლის შეთანხმებას ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირანის მთავარმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეს სავარაუდოდ შეთანხმდებიან მოლაპარაკებების ჩარჩოებსა და კალენდარზე.

ამის თაობაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაღერიმ 28 ნოემბერს განუცხადა ირანის მედიას მას შემდეგ, რაც შეხვედრა გამართა ჩინეთისა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებთან და ევროკავშირის მედიატორ ენრიკე მორასთან.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ მხარეები, რომლებიც ჯერაც არიან შეთანხმების წევრები - ირანი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. აშშ-ის დელეგაცია არაპირდაპირი გზით მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

გაეროში რუსეთის ელჩმა მიხაილ ულიანოვმა, ვენაში ტვიტერში დაწერა, რომ ოფიციალური მოლაპარაკებების წინ გამართული „არაფორმალური კონსულტაციები“ სასარგებლო იყო „მოლაპარაკებებში თეირანის განახლებული პოზიციის გაგებისთვის“.

2015 წლის შეთანხმებით შეიზღუდა ირანის ბირთვული პროგრამის მრავალი ასპექტი, ამავე დროს გაიზარდა გაეროს ინსპექტორთა მხრიდან კონტროლი. სანაცვლოდ გაუქმდა ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებული მრავალი ეკონომიკური სანქცია. მაგრამ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ გაიყვანა შეთანხმებიდან და ხელახლა დააწესა სანქციები. ამის შემდეგ თეირანმა ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმებით დაწესებული აკრძალვების დარღვევა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დაუბრუნდება შეთანხმებას, თუკი ირანი კვლავ სრულად დაიცავს აკრძალვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG