Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკი და მოსკოვი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აცხადებენ


ბელარუსმა გამოაცხადა, რომ რუსეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს თავის სამხრეთ საზღვარზე, იმ ფონზე, როცა ნატო ემზადება შეხვედრისთვის, რომელზეც უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის შესახებ უნდა ილაპარაკონ.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ წვრთნები "საშუალო ვადის პერსპექტივაში" ჩატარდება უკრაინასთან მის საზღვართან. მას თარიღები არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, რომ წვრთნები იქნება პასუხი ინფორმაციაზე სამხედრო ძალების განლაგების შესახებ ბელარუსისგან დასავლეთით და სამხრეთით. "თვალს ვადევნებთ სამხედრო ძალების ფორმირებას ჩვენს სახელმწიფო საზღვრებთან... შეშფოთებას აღძრავს ჩვენი მეზობელი ქვეყნების მილიტარიზაცია და იძულებული ვართ დავგეგმოთ საპასუხო ზომები", - აცხადებს ხრენინი სამინისტროს ვებსაიტზე.

ნატოს 2017 წლიდან ჰყავს განლაგებული ოთხი საერთაშორისო საბრძოლო დანაყოფი პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის დასაცავად. ლატვიის პრეზიდენტთან, ეგილს ლევიტსთან რიგაში შეხვედრის შემდეგ, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 30 ნოემბრის შეხვედრის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა "გამჭვირვალობისკენ, დაძაბულობის შემცირებისკენ და დეესკალაციისკენ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG