საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 72 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 50 626 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 3 731 შემთხვევა. 4 295-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2 დეკემბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 7.37%;
- ბოლო 7 დღის - 8.53%;
- ბოლო 14 დღის - 8.78%.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სტაციონარში 6 541 პაციენტია, ხოლო კლინიკურ სასტუმროში - 1 144.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 853 833 შემთხვევა. მათგან 796 453 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 12 191 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი