Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი მთავრობის დროებითი დაფინანსების თაობაზე


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 18 თებერვლამდე უზრუნველყოფს მთავრობის დაფინანსებას. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 69 სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო. მისი უარყოფის შემთხვევაში ფედერალური უწყებების ასობით ათას თანამშრომელს გაუშვებდნენ იძულებით უხელფასო შვებულებაში.

მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია ბიუჯეტი ახალი საფინანსო წლისთვის, რომელიც 1 ოქტომბერს დაიწყო. მთავრობის ნაწილობრივ დახურვას შესაძლოა პოლიტიკური სირთულეები შეექმნა როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატებისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ამ უკანასკნელთათვის, რომლებიც მინიმალური უპირატესობით აკონტროლებენ ორივე პალატას.

2018-2019 წლებში მთავრობის მუშაობის შეჩერებამ, რაც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ბიუჯეტის თაობაზე უთანხმოებით იყო გამოწვეული, 35 დღე გასტანა. დემოკრატებმა უარი თქვეს მექსიკის საზღვარზე არალეგალური მიგრანტების შემაკავებელი კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე. ამის შედეგად მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო ვითარება შემოიღო, რათა მშენებლობა ფედერალური ბიუჯეტის გვერდის ავლით დაეფინანსებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG